აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

02 ნოემბერი 2023, 17:40 789 ნახვა

იპოთეკით დაზარალებული ბეჟანიძისა და გორგილაძეების ოჯახი დახმარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სთხოვენ, ისინი დღეს  მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბნენ და თორნიკე რიჟვაძეს მოუწოდეს ჩაერთოს პროცესში და მედიატორის როლი  შეასრულოს. ბეჟანიძეები ამბობენ, რომ მათი სახლის ახალ მფლობელთან მოლაპარაკებებს დიდი ხანია მართავენ, გამოსასყიდის სახით 200 000 დოლარსაც სთავაზობენ, თუმცა ამაოდ. ამიტომ ფიქრობენ, რომ უკეთესი იქნება თუ მოლაპარაკებებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პროტესტის  სხვდასხვა ზომებს მიმართავენ.  მთავრობის შენობასთან შეკრებილებს ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ესაუბრა და მათ  აღსრულების ბიუროსთან შუამდგომლობას დაჰპირედა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში