ურთიერთბრალდებები ევროკომისიის ანგარიშის მოლოდინში

02 ნოემბერი 2023, 19:51 625 ნახვა

გააღებს თუ არა ევროკავშირი კარს ახალი წევრებისთვის - ეს სულ რაღაც 2 თვეში გაირკვევა, მანამდე ქვეყნები ევროკომისიის ანგარიშის მოლოდინში არიან, მათ შორის საქართველო.  კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებამდე 6 დღე რჩება. იქამდე თბილისში ისევ ურთიერთბრალდებები ისმის. ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ ქვეყანა სტატუსს მიიღებს, ეს მხოლოდ გეოპოლიტიკური მდებარეობის დამსახურება იქნება. მმართველ გუნდში კი ისევ ირწმუნებიან, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულებულია.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში