რუსეთის ძალებმა უკრაინის რამდენიმე ოლქზე იერიში დრონებით მიიტანეს - უკრაინის გენშტაბი

03 ნოემბერი 2023, 09:58 652 ნახვა

უკრაინაზე გასულ ღამით განხორციელებული შეტევისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 38 დამრტყმელი დრონი და 1 მართვადი საავიაციო რაკეტა - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რაკეტა და 24 უპილოტო საფრენი აპარატი.

უწყების განმარტებით, დრონებით შეტევა საკმაოდ ძლიერი იყო. საჰაერო თავდაცვის სისტემა თითქმის 5 საათის განმავლობაში მუშაობდა ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის და კიროვოგრადის ოლქებში.

რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვსა და მის შემოგარენზე მასიური თავდასხმა განახორციელა. უკრაინული მედიის ინფორაციით, რუსებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მინიმუმ 10 დრონით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად ავტოფარეხები და ავტომობილები დაიწვა. დაზიანდა რამდენიმე შენობა.

წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. ამასთან, დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ კორპუსს, ავტოგასამართ სადგურს და ადმინისტრაციულ შენობას. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში