ოქტომბერში ინფლაციამ წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.8 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

03 ნოემბერი 2023, 11:06 568 ნახვა

2023 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.8 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბაზო ინფლაციამ 2023 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8 პროცენტით, რაც 0.52 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია საფინანსო მომსახურებაზე – 26.3 პროცენტით, პირადი ჰიგიენაზე – 5.7 პროცენტი.

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.6 პროცენტით, რაც 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები 6.8 პროცენტით მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმის, ისე 6.4 პროცენტით ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფებზე.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.2 პროცენტიანი კლება, რაც -0.42 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. -24.4 პროცენტით ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე. პური და პურპროდუქტები -8.8 პროცენტით გაიაფდა. ფასების -2.9 პროცენტანი კლება დაფიქსირდა რძეზე, ყველსა და კვერცხზე. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -1.2 პროცენტით გაიაფდა. ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე 15.3 პროცენტით, თევზეულზე – 6.9 პროცენტით, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 6.0 პროცენტით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე ფასებმა 5.9 პროცენტით მოიმატა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში