მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ბათუმში დაბრუნდა

03 ნოემბერი 2023, 10:11 961 ნახვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა. ჩემპიონი გიორგი თოხაძე გახდა, აჭარის საჭიდაო სკოლის აღზრდილებმა ორი მედალი მოიპოვეს.

ვიცე-ჩემპიონის ტიტული რომეო ბერიძემ მოიგო, ხვიჩა ანანიძემ კი ბრინჯაო მოიპოვა.

ბრინჯაოს მედალოსანი ბათუმში დაბრუნდა, მას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

ამჟამად ხვიჩა საქართველოს ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვის. მისი მთავარი მიზანი კი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში