გაერო-ს დახმარების სააგენტოს საწვავი ღაზაში სრულად ამოწურულია

03 ნოემბერი 2023, 10:04 460 ნახვა

ღაზაში გაეროს  საწვავის მარაგი სრულად ამოწურულია - ამის შესახებ სააგენტოს გენერალური კომისარი აცხადებს. მისი თქმით, საწვავის ნაკლებობა ნიშნავს იმას, რომ გაეროს დახმარების სააგენტო პალესტინელი ლტოლვილებისთვის საავადმყოფოების, წყლის სადგურებისა და საცხობების მომარაგებას ვეღარ შეძლებს.

კომისარმა აღნიშნა, რომ დაწყებულია მოკვლევა თუ სხვა რა სახის საწვავი არსებობს ამ ზოლში. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ გასული კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება ისრაელის ოფიციალურ პირებთან კონფლიქტის არხების საწვავის რეზერვების მოსაპოვებლად.

ლაზარინმა დაამატა, რომ ახლა ღაზის მოსახლეობა მთლიანად საერთასორისო ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში