ქალაქი ღაზა მთლიანად ალყაშია - ისრაელის თავდაცვის სამინისტრო

03 ნოემბერი 2023, 10:50 517 ნახვა

ქალაქი ღაზა მთლიანად ალყაშია მოქცეული, ცეცხლის შეწყვეტა არ განიხილება. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

“ჩვენმა ძალებმა სრულიად მოაქციეს ალყაში ქალაქი ღაზა, „ჰამასის“ აქტივობების ცენტრი”, - განაცხადა ჰაგარიმ.

მან აღნიშნა, რომ „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია, რომელიც კატარში ცხოვრობს, ირანში ვიზიტს გეგმავს. “ისინი ღაზიდან ჩვენი ყურადღების გადატანას ცდილობენ, მაგრამ ჩვენ ფოკუსირებული ვართ ჰამასზე… ტერმინი “ცეცხლის შეწყვეტა” ამ მომენტში არ განიხილება”, - განაცხადა ჰაგარიმ

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში