მთავრობის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები სამკურნალო მედიკამენტებს მთელი წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ

03 ნოემბერი 2023, 14:23 751 ნახვა

ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები 2024 წელს სამკურნალო მედიკამენტებს მთელი წლის განმავლობაში უფასოდ მიირებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი ბიუჯეტით გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება.

„მომდევნო წელს პენსიონრებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში უფასოდ ექნებათ მედიკამენტები. ასეთია დაახლოებით 400 000 პენსიონრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები უფასოდ მიიღებენ მედიკამენტებს 2024 წელს. ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ“,-  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში