პლატფორმა - „ბათუმის თავისუფლების მოედნის“ წარდგენა

03 ნოემბერი 2023, 14:01 803 ნახვა

შეიქმნა ღია, საჯარო და  დემოკრატიული სამოქლაქო პლატფორმა „ბათუმის თავისუფლების მოედანი“, რომელიც დღეს ცენტრალური პარკის კოლონადებთან წარადგინეს. პლატფორმა ბათუმის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებმა დაფუძნეს და როგორც აცხადებენ, „ბათუმის თავისუფლების მოედანი“ იქნება სახალხო დემოკრატიის შესაძლებლობა, სივრცე, სადაც მოქალაქეები პირდაპირ და უშუალოდ განიხილავენ მათ საჭიროებებს,  ადგილობრივ თუ საზოგადო ინტერესებს და დემოკრატიული პროცედურებით ჩამოაყალიბებენ საერთო პოზიციებს.

მათივე თქმით, მოძრაობა გააერთიანებს მოქალაქეებს, რათა საქართველოს პარლამენტი, მთავრობა, ადგილობრივი მთავრობა, თვითმმართველობა თუ სხვა ინსტიტუტები კვლავ გახდნენ ანგარიშვალდებული ხალხთან და ხალხის მიერ განსაზღვრულ საზოგადო ინტერესებს ემსახურონ. 

პრეზენტაციაზე ჯგუფის წევრებმა მთავარ იდეაზე ისაუბრეს და  გაავრცელეს გაზეთი  “თავისუფლების მოედანი”, რომელიც 2 000 ტირაჟით  დაიბეჭდა და ყოველთვიურად უფასოდ დაარიგებენ. მათ გამოსცეს  მანიფესტიც.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში