ბიუჯეტში გათვალისწინებულია 125 მილიონი ლარი, რომელიც ელექტრონული არჩევნების ჩატარებას მოხმარდება

03 ნოემბერი 2023, 15:47 633 ნახვა

ირაკლი ღრაიბაშვილის განცხადებით, ბიუჯეტში გათვალისწინებულია 125 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიუჯეტის მეორე ვარიანტი პარლამენტს დღეს გადაეგზავნება.

„მინდა, შევეხო ელექტრონული არჩევნების საკითხს. დამატებით 25 მილიონ ლარს გამოვუყოფთ საარჩევნო კომისიას და ჯამში, ბიუჯეტში გათვალისწინებული არის 125 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელიც გავითვალისწინეთ ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში.

ჩვენ ახლა პარლამენტს დღეს გადავუგზავნით ამ მეორე ვარიანტს, გვექნება კიდევ დამატებით ერთი თვე, აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენს გუნდთან, პარლამენტთან ერთად, კიდევ დავაზუსტებთ, დავხვეწთ ბიუჯეტს. ვფიქრობ, 2024 წელს გვექნება ძალიან ძლიერი, გამართული ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს სათანადოდ უპასუხებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში