ომი ახლო აღმოსავლეთში

04 ნოემბერი 2023, 12:01 602 ნახვა

ისრაელი დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს, ვიდრე ჰამასი მძევლებს არ გაათავისუფლებს - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მან განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მხარეებს „ჰუმანიტარული“ პაუზის აღებისკენ მოუწოდა, რაც ღაზის სექტორში დამატებითი დახმარების შეტანას შესაძლებელს გახდიდა. 

გარდა ამისა, ისრაელმა უკვე აიღო პასუხისმგებლობა ღაზის მთავარ საავადმყოფოსთან მომხდარ აფეთქებაზე, რის შედეგადაც სასწრაფო დახმარების ავტომობილი დაზიანდა.

უწყების განმარტებით, ავტომობილს ჰამასის ტერორისტული დაჯგუფება იყენებდა და დარტყმის შედეგადაც სწორედ მათი მებრძოლები დაიღუპნენ. 

გასული ღამის განმავლობაში ისრაელმა ღაზაზე იერიში ზღვიდან, ხმელეთიდან და ჰაერიდან მიიტანა და ჰამასის ინფრასტრუქტურა გაანადგურა.  

პარალელურად, შეტევა იყო ჰეზბოლას ტერორისტების წინააღმდეგ, ლიბანის მოსაზღვრე ქალაქ კირიან შმონასთან.

ომის დაწყებიდან დაღუპული პალესტილენელის რიცხვმა 9 ათასს გადააჭარბა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში