„ჰეზბოლას“ მიმართვა

04 ნოემბერი 2023, 10:22 573 ნახვა

„ჰეზბოლას“ ლიდერი  ტელევიზიით სიტყვით გამოვიდა და მან ისრაელზე ჰამასის თავდასხმას ასი პროცენტით პალესტინური ოპერაცია უწოდა.

ჰასან ნასრალას თქმით, თავდასხმას, რომელიც პალესტინის ჯგუფის მიერ ფარულად დაიგეგმა, ხანგრძლივი შედეგები ექნება.

აღნიშნა, რომ ეს ომი გარდამტეხი წერტილია და ღაზას გამარჯვება ნიშნავს პალესტინის, იერუსალიმის, წმინდა საფლავის და ყველა მეზობელი ქვეყნის გამარჯვებას.

ჰეზბოლას ლიდერის მიმართვას დიდ ეკრანზე უყურებდნენ ლიბანში, ირანსა და სხვადასხვა მუსლიმურ ქვეყანაში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში