სააკაძის სასწავლო ბაზა გაიხსნა

04 ნოემბერი 2023, 14:05 755 ნახვა

თბილისში იუსტიციის სასწავლო ცენტრის  სააკაძის სასწავლო ბაზა გაიხსნა. სასწავლო ბაზა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კონფერენციაში მონაწილეებთან ერთად გახსნა. ბაზაზე  შესაძლებელი იქნება უნივერსალური და სპეციალური სასწავლო-საწვრთნელი კურსების განხორციელება.  

ცენტრი მოემსახურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს. 

ხუთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე განლაგებულ ბაზაზე მოეწყო სასროლეთი, ავტოდრომი, აუდიტორიები, სპორტული მოედნები, საკონფერენციო სივრცეები, სამუშაო ოთახები, სპორტული დარბაზი და სხვა საჭირო სივრცეები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში