წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადიცია

04 ნოემბერი 2023, 14:18 644 ნახვა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, საქართველომ აშშ-ს გადასცა პირი, რომელსაც ბრალად ედება 70 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლება და ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით თაღლითური სქემების მოწყობა.

პროკურატურა აცხადებს, რომ ამ პირის ექსტრადიცია საქართველოს სამართალდამცავ უწყებებსა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში