ღვინის სიმპოზიუმი

05 ნოემბერი 2023, 11:18 637 ნახვა

ღვინის სიმპოზიუმი საქართველოში. ღონისძიება წინანდლის მამულში გაიმართა, რომელსაც სომელიეები, ექსპერტები, ჟურნალისტები და ღვინის ენთუზიასტები ესწრებოდნენ მთელი

მსოფლიოდან.ღონისძიებაზე ცნობილი „ბორდო გრანდ კრუ“-ს კლასიფიკაციის ღვინოების გარდა, საუკეთესო ქართული ღვინის ნიმუშების დეგუსტაციაც გაიმართა.

ღვინის მწარმოებელ 20 ქართულ კომპანიას მიეცა შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია წარედგინა ღვინის ექსპერტებისა და სტუმრებისთვის. 

ღვინის სიმპოზიუმი ასევე მოიცავდა კულტურულ პროგრამას, რომელმაც სტუმრებს  ქართული ხელოვნება და გასტრონომია გააცნო.

სიმპოზიუმი შვეიცარული ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში