ჰამბურგის აეროპორტში ფრენები შეჩერებულია

05 ნოემბერი 2023, 11:00 573 ნახვა

გერმანიაში, ჰამბურგის აეროპორტში შეიარაღებული მამაკაცი აეროპორტის ტერიტორიაზე ავტომობილით შევარდა და ჯებირი გაარღვია, შემდეგ კი ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. მომხდარის გამო აეროპორტი დაკეტილია და ფრენები დროებით გაუქმებული.

საერთაშორისო მედიის ცნობით, 35 წლის კაცი შემთხვევის დროს თავის 4 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში