ტრენინგი უკრაინელი მცირე მეწარმეების გასაძლიერებლად

05 ნოემბერი 2023, 17:45 935 ნახვა

ბათუმში, დასრულდა ტრენინგი, რომელიც საქართველოში უკრაინელი მცირე მეწარმეების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ტრენინგის განმავლობაში უკრაინის 20-მა მოქალაქემ  გაიარა სასწავლო კურსი, რომელიც  ისეთ საკითხებს, მოიცავდა როგორიცაა ბუღალტერია, გადასახადები, ბიზნესის დაგეგმვა, იურიდიული ასპექტები, მარკეტინგი და სოციალური მედია მცირე ბიზნესისთვის. 

გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, გამართული ტრენინგების ძირითადი მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სტაბილურობაში.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში