ოდესაზე თავდასხმის შედეგად დაშავებულია 5 ადამიანი

06 ნოემბერი 2023, 10:04 520 ნახვა

ოდესაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა და ერთ-ერთი მთავარი სამხატვრო გალერეა დაზიანდა. დაზიანებულია შენობის კედლები, სადაც განთავსებულია ოდესის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, ჩამტვრეულია რამდენიმე ფანჯარა.

მუზეუმში, ოდესის ერთ-ერთ უძველეს სასახლეში, ომამდე განთავსებული იყო 10 ათასზე მეტი ხელოვნების ნიმუში, მათ შორის მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის ყველაზე ცნობილი რუსი და უკრაინელი მხატვრების ტილოები.

ოდესის საკრებულომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც აფეთქების შემდეგ მუზეუმში გადაიღეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში