ანკარაში ბლინკენი ღაზაში მიმდინარე კონფლიქტს განიხილავს

06 ნოემბერი 2023, 14:04 571 ნახვა

ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქ კოლეგას  ჰაკან ფიდანს შეხვდა.  მოლაპარაკებების მთავარი თემა ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტია.  შეხვედრას წინ უძღოდა თურქეთის სამხრეთში აშშ-ის ჯარების საჰაერო ბაზაზე პროპალესტინელ დემონსტრანთა შეჭრის მცდელობა. თურქეთის სპეცრაზმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 

ბლინკენი თურქეთში გუშინ გვიან ღამით ჩაფრინდა მას შემდეგ, რაც  მოულოდნელი  ვიზიტით დასავლეთ სანაპიროზე  იმყოფებოდა, სადაც  პალესტინის ავტონომიის  პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდა. აბასი ასევე  უერთდება საერთაშორისო მოწოდებას  ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ. 

ბლინკენმა გაიმეორა აშშ-ის შეშფოთება, რომ ცეცხლის შეწყვეტა დაეხმარება ჰამასს, ირაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კი გამორიცხავს ცეცხლის შეწყვეტას, სანამ ჰამასი ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში