ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 10 000-ს აჭარბებს

07 ნოემბერი 2023, 10:07 602 ნახვა

7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორზე ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10 000-მდე გაიზარდა. ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ დაარტყეს "ჰამასის" ასობით ობიექტს და აიღეს კონტროლი ღაზაში მდებარე სამხედრო კომპლექსზე. 

რაც შეეხება ჰუმანიტარულ სიტუაციას, არსებული ინფორმაციით, ყოველდღიურად, დაახლოებით 30 სატვირთო მანქანა ჰუმანიტარული დახმარებით გადის საზღვარზე.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით, ნიუ იორკში, თავისუფლების ქანდაკებასთან ათობით მომიტინგე შეიკრიბა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ებრაული ხმა მშვიდობისთვის”, გამოაქვეყნა ბანერები ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით.

პალესტინელების მხარდასაჭერად ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა ვაშინგტონშიც. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ისრაელ-„ჰამასის“ ომს და ითხოვენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში