8-9 ნოემბერს საქართველოში მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი

07 ნოემბერი 2023, 10:28 719 ნახვა

8-9 ნოემბერს საქართველოში ამინდს კვლავ ანტიციკლონი და მასთან დაკავშირებული მაღალი წნევის არე განსაზღვრავს, რაც უნალექო და თბილი ამინდის წინაპირობაა.

მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, მომდევნო 2 დღის განმავლობაში, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი, დღის მაქსიმალური ტემპერატურა +22, +24 გრადუსი იქნება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში