ბათუმელი მოფარიკავეების წარმატება 

07 ნოემბერი 2023, 10:05 487 ნახვა

ზესტაფონში დასრულდა საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელის სიმონ საყვარელიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ფარიკაობაში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ბათუმის სპორტის სასახლის მოფარიკავეებმა, რომლებმაც ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

რაპირით ფარიკაობაში, უფროსი ასაკის გოგონათა შორის ტურნირის გამარჯვებული ანანო ჯინჭარაძე გახდა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ელენე თურმანიძემ. ვაჟთა შორის მესამე ადგილზე გავიდა ბაჩი შარაძე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში