ზელენსკი არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია

07 ნოემბერი 2023, 14:05 484 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უპასუხისმგებლოა ომის დროს უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზე საუბარი და ყველას ერთიანობისკენ მოუწოდა, რათა თავიდან აიცილონ უაზრო პოლიტიკური დისკუსიები. ზელენსკის თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის წინაშე არსებულ სამხედრო გამოწვევებზე კონცენტრირება, რადგან უკრაინა ცდილობს განდევნოს რუსული ძალები, რომლებსაც სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან 20 თვეზე მეტი ხნის შემდეგ მისი ტერიტორიის თითქმის მეხუთედი ოკუპირებული აქვთ.

უკრაინაში ახლა მოქმედი საომარი მდგომარეობის მიხედვით არჩევნების  ჩატარება  აკრძალულია, მაგრამ ზელენსკი განიხილავდა, გამოეყენებინა თუ არა სპეციალური დებულებები მის ჩასატარებლად, ცვლილება შეეტანა კანონში და უცხოური დახმარება მიეღო პროცესის დასაფინანსებლად.

ზელენსკი  არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში მეორე ვადით კენჭისყრას არ გამორიცხავდა. უკრაინაში ომის დროს არჩევნების ჩატარების მოწოდებები იყო დასავლეთის ქვეყნებიდან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში