სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი  2-ზე

07 მარტი 2017, 00:00 2303 ნახვა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რუსთავი 2-ის საქმეზე, უვადოდ გაახანგრძლივა. ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი ცოტახნის წინ გახდა. სტრასბურგის სასამართლოს განმხილველმა პალატამ 3 მარტს მიღებული შეჩერების ღონისძიება ერთხმად გააგრძელა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს.

ამავე კატეგორიაში