ბოლნისში 15 ბავშვი სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა - სააგენტო მოკვლევას ატარებს

07 ნოემბერი 2023, 13:05 449 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბოლნისში ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევას ატარებენ. უწყება ამბობს, რომ  არაგეგმურ ინსპექტირება ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის N6 საბავშვო ბაღში.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფი ბოლნისის მუნიციპალიტეტის N6 საბავშვო ბაღში (მის: ტაბიძის ქ.N44), არაგეგმურ ინსპექტირებას ახორციელებს.

შემოწმება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 15 ბავშვის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე მიმდინარეობს.

შემოწმების პროცესში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია შეტყობინებაში დასახელებული სურსათის/ნედლეულის ნიმუშები. ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ, საზოგადოებას დამატებით ეცნობება", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში