გერმანია მიგრაციულ პოლიტიკას ამკაცრებს

07 ნოემბერი 2023, 14:03 502 ნახვა

გერმანიის კანცლერმა მხარი დაუჭირა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებას და ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან მრავალსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ უფრო მკაცრი მიგრაციის პოლიტიკასა და ლტოლვილების ახალ დაფინანსებაზე დათანხმდა.

გერმანიის ხელისუფლება თავშესაფრის მაძიებელთათვის შეღავათების შემცირებით მილიარდი ევროს დაზოგვას აპირებს.

ადგილობრივი მედიის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში, გერმანიაში თავშესაფარი  დაახლოებით 230 ათასმა ადამიანმა მოითხოვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში