ისრაელის არმია ღაზაში ჰამასის ობიექტებს ბომბავს

08 ნოემბერი 2023, 11:04 487 ნახვა

უკვე თვეზე მეტია ისრაელი ღაზის სექტორს ბომბავს. მისი თავდაცვის ძალები ჰამასის სექტორიდან გასადევნად  და მისი ინფრასტრუქტურის  გასანადგურებლად სამხედრო ოპერაციას ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან ახორციელებენ. 

ჰამასის ბოევიკების მიერ 7 ოქტომბრის სისხლიანი თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის არმია ფოკუსირებულია ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ჰამასის საყრდენ ცენტრებზე. 

ისრაელსა და ჰამასს შორის ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰამასის ბოევიკები ისრაელის სამხრეთ დასახლებებში შეიჭრნენ, მოკლეს 1400 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები და გაიტაცეს 240-ზე მეტი.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში