თქვენ ხედავთ, რა რეკომენდაციებს ვიძლევით, ეს, ასევე, იმის დემონსტრირებაა, რომ არსებობს პროგრესი ყველა ამ ქვეყანაში - ოლივერ ვარჰეი

08 ნოემბერი 2023, 16:14 487 ნახვა

თქვენ ხედავთ, რა რეკომენდაციებს ვიძლევით, ეს ასევე იმის დემონსტრირებაა, რომ ყველა ამ ქვეყანაში არსებობს პროგრესი. წარსულში არასდროს გვინახავს ევროკავშირის წევრობა ასეთი მნიშვნელოვანი ასპექტი ყოფილიყო იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ევროკავშირის გარშემო მდებარეობენ, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

ევროკომისრის განმარტებით, ახალი გეგმა და გაფართოებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგია კონკრეტულ ნაბიჯებს გულისხმობს.

„თქვენ ხედავთ, რა რეკომენდაციებს ვიძლევით, ეს, ასევე, იმის დემონსტრირებაა, რომ არსებობს პროგრესი ყველა ამ ქვეყანაში და წარსულში არასდროს გვინახავს ევროკავშირის წევრობა ასეთი მნიშვნელოვანი ასპექტი ყოფილიყო იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ევროკავშირის გარშემო მდებარეობენ. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა სხვა ასპექტებსაც, ეს არის სპეციალური ჩარჩო-შეთანხმება, რომელიც ბალკანეთის ქვეყნებისათვის შეიქმნა, რომელიც აბსოლუტურად თანამედროვე, ახლებური მიდგომაა ეკონომიკური და სოციალური პროგრესის გასაღრმავებლად ბალკანეთის ქვეყნებში, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ახალი შესაძლებლობის შექმნის კუთხითაც სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ინსტიტუციურ ნაწილზე ჩვენი საქმიანობისა, როცა ანგარიშებს განვიხილავთ, მაგრამ ახლა მოდით, რეალურ ინტეგრაციაზე გავაკეთოთ აქცენტი - რეალური ინტეგრაცია ამ შემთხვევაში იმას გულისხმობს, თუ როგორ უნდა დავაჩქაროთ ჩვენი ეკონომიკის, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნების ერთმანეთთან ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებთან ერთად. ეს არის რეალური სარგებელი ორივე მხარისათვის და ამან უნდა მოუტანოს სარგებელი წევრებს გაწევრიანებამდეც კი, ეს არის ასევე თხოვნა, რომელიც მოდის წევრი სახელმწიფოებისაგან და ეს იყო თავდაპირველად ჩვენი გეგმა, როცა 2021 წელს დავიწყეთ ამ ყველაფერზე მუშაობა და ახალი მეთოდოლოგია შევიმუშავეთ გაფართოებისათვის.

გეგმა მიზნად ისახავს 4 კონკრეტულ ნაბიჯს, პირველ რიგში, უნდა მოხდეს ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრირება, რაც შეიძლება სწრაფად და რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს რეგულაციებს და კანონებს ეხება. ეს სარგებელს მოგვიტანს ორივე მხარეს და ამან სარგებელი უნდა მოუტანოს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდება. როგორც აღვნიშნე, ჩვენი გეგმა იყო ეს ყველაფერი 2021 წელს, ჯერ კიდევ, როცა გაფართოების გეგმაზე და მეთოდოლოგიაზე დავიწყეთ მუშაობა“, - განაცხადა ვარჰეიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში