ილია დარჩიაშვილი ოლივერ ვარჰეის შეხვდა

08 ნოემბერი 2023, 21:00 474 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისარს გაფართოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიას გაფართოების შესახებ ანგარიშისა და დღევანდელი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ისტორიული და გარხამტეხია საქართველოს ერვოკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკომისიის გუნდის მხარდაჭერას იმ პროგრესისთვის რასაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით კი 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ მიღწია.

მხარეებმა გამოხატეს მზაობა, მომავალშიც მჭიდროდ ითანამშრომლონ ევროკომისიის რეკომენსაციების შესრულების მიმართულებით. მინისტრმა ევროკომისარს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა, განაგრძოს ძალისხმევა და წლის ბოლოს საქართველომ კიდევ ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ოფიციალურად გახდეს ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში