ილია თოფურია საჩემოპიონიო ქამრისთვის იბრძოლებს

09 ნოემბერი 2023, 10:03 567 ნახვა

უ-ეფ-სის პრეზიდენტის თქმით, ორგანიზაციამ თებერვალში ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარზე ჩხუბი ჩანიშნა - ჩემპიონ ალექსანდერ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ ოქტაგონზე ილია თოფურია გავა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა გახლავთ, როცა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ტიტულისთვის ბრძოლას ქართველი სპორტსმენი ჩაატარებს.

ვოლკანოვსკის უ-ეფ-სი-ში მხოლოდ ორი მარცხი აქვს - ორივეჯერ მსუბუქი წონის ჩემპიონ ისლამ მახაჩევთან დამარცხდა.

ილია თოფურიას კი კარიერაში წაგება არ აქვს - ქართველმა "მატადორმა", ჯამში, 14 ჩხუბი მოიგო, აქედან ექვსი კი, უეფსი-ში. ბრძოლა 2024 წლის 18 თებერვალს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში