ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტური დასრულდა

09 ნოემბერი 2023, 10:02 493 ნახვა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტური დარჩენილი რვა თამაშით დასრულდა. „ნაპოლიმ“ „სტადიო მარადონაზე“ „უნიონს“ უმასპინძლა და მიუხედავად ფავორიტის სტატუსისა, გამარჯვება ვერ მოახერხა და ფრეს 1:1-ს დასჯერდა.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა: სოსიედადი-ბენფიკა 3:1; ბაიერნი-გალათასარაი 2:1; კოპენჰაგენი-მანჩესტერ იუნაიტედი 4:3; არსენალი-სევილია 2:0; ეინდჰოვენი-ლანსი 1:0; რეალი-ბრაგა 3:0, ზალცბურგი-ინტერი 0:1

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში