ჰამასი ღაზაში ისრაელის არმიასთან ბრძოლის ვიდეოს ავრცელებს

09 ნოემბერი 2023, 10:02 442 ნახვა

თავის მხრივ ჰამასი ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც ღაზის სექტორის ქალაქ  ბეიტ ლაჰიას ქუჩებში ისრაელის ძალებთან ჰამასის ბოევიკების შეიარაღებული დაპირისპირებაა ასახული. 

ისრაელის არმიის სახმელეთო ჯარი  ღაზის სექტორში 27 ოქტომბერს რამდენიმედღიანი საჰაერო თავდასხმების შემდეგ შევიდა 7 ოქტომბერს ჰამასის მოულოდნელი თავდასხმის საპასუხოდ, რომელსაც ისრაელის თქმით,  ათას 400 ადამიანი შეეწირა.

ბოლო 12 დღის განმავლობაში ათასობით ისრაელელმა ჯარისკაცმა ალყა შემოარტყა ქალაქ ღაზას და  ფაქტობრივად ორად გაყო მჭიდროდ დასახლებული სანაპირო ანკლავი.

ისრაელის არმია  ლიბანში ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლი ჯგუფის ჰეზბოლას კუთვნილ ინფრასტრუქტურასაც არტყამს,  ჩრდილოეთ ისრაელის  მიმართულებით რაკეტების გაშვების საპასუხოდ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში