"გლობალური კორუფციის ინდექსში“ საქართველომ „კორუფციის დაბალი დონის“ სტატუსი მიიღო და რეგიონში ლიდერია - მთავრობა

09 ნოემბერი 2023, 14:04 469 ნახვა

მსოფლიოს მოწინავე ანალიტიკურმა ცენტრმა, შვეიცარიულმა ორგანიზაციამ - Global Risk Profile (GRP) „გლობალური კორუფციის ინდექსი 2023“ გამოაქვეყნა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, "გლობალური კორუფციის ინდექსში" საქართველომ "კორუფციის დაბალი დონის" სტატუსი მიიღო და რეგიონში ლიდერია.

"რეიტინგში საქართველო 2 ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საუკეთესო 25%-ში მოხვდა და მსოფლიოში 43-ე ადგილი დაიკავა. შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კი პირველი ადგილი მიიღო - სტატუსით „კორუფციის დაბალი დონე“. საქართველო აღნიშნულ რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც „კორუფციის დაბალი დონის“ სტატუსი აქვს.

კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 8 სახელმწიფოს.

GCI-ის გამოსათვლელად განიხილება 6 ინდიკატორი, რომელთაგან 4 ორიენტირებულია კორუფციაზე, ხოლო 2 ფინანსურ დანაშაულზე“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში