ქობულეთში გამოსახლების პროცესი გადაიდო 

09 ნოემბერი 2023, 14:30 837 ნახვა

ქობულეთში ბეჟანიძეების საცხოვრებელი სახლიდან დღეს ჩანიშნული გამოსახლების პროცესი  განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. როგორც ოჯახი ამბობს, ადგილზე არ გამოცხადდა კრედიტორი, რაც გახდა გამოსახლების გადადების საფუძველი. 

ადგილზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, ოჯახის ახლობლები და უფლებადამცველები იმყოფებიან.

იმყოფებიან ასევე კერძო მევახშეების მიერ დაზარალებულები სხვადასხვა რეგიონიდან, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ბეჟანიძეებს. ოჯახის მეპატრონეები აცხადებენ, რომ  სხვა საცხოვრებელი არ აქვთ. ახალი მფლობელი კი, შეთავაზებულ თანხას არ თანხმდება.  

საბანკო დავალიანების გამო ბეჟანიძეების საცხოვრებელი სახლი ბანკმა  2016 წელს აუქციონის წესით გაყიდა. ეს ბეჟანიძეების ოჯახისთვის, რიგით მე-3 გამოსახლებაა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში