ახალი შესაძლებლობა მეზღვაურებისთვის

09 ნოემბერი 2023, 19:48 1508 ნახვა

ახალი შესაძლებლობა მეზღვაურებისთვის.ბათუმში ბერძნული საზღვაო კომპანიის ოფისი გაიხსნა, რომელიც ტანკერის ტიპის გემებისთვის კომპეტენტურ მეზღვაურებს შეარჩევს და დაასაქმებს. დღეისთვის  ბერძნულ კომპანიაში, რომელიც ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს, 200  ქართველი მეზღვაურია დასაქმებული, რომელთა უმეტესობა  მართვის დონის ოფიცერია.პრეზენტაციას მეზღვაურები და საზღვაო სფეროში დასაქმებულები ესწრებოდნენ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში