თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ „რეალთან“ დამარცხდა

10 ნოემბერი 2023, 09:33 509 ნახვა

ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში ბოლონიის „ვირტუსის“ მოგებათა სერია მადრიდის რეალმა შეწყვიტა. იტალიური კლუბი ესპანელებთან 74:100 დამარცხდა.

მასპინძლებმა წარმატებას გუნდის ლიდერის, ფაგუნდო კამპაცოს დამსახურებით მიაღწიეს, რომელმაც ვირტუსს 18 ქულა ჩაუგდო და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

საქართველოს ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე კი 12 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი იყო.

რეალს ექვსიდან ექვსი გამარჯვება აქვს, ვირტუსმა კი მეორედ წააგო და ბალანსი ხუთი ორზეა.

14 ნოემბერს იტალიურ დერბიში ბოლონიელები ოლიმპია მილანოს დაუპირისპირდებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში