რუსეთი საწვავის ექსპორტზე დაწესებულ ყველა შეზღუდვას მომავალი კვირიდან აუქმებს

10 ნოემბერი 2023, 10:19 595 ნახვა

რუსეთი საწავავის ექსპორტზე ამ დრომდე დაწესებულ ყველა შეზღუდვას მომავალი კვირიდან აუქმებს - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომპანიებს მოუწოდეს მოემზადონ დიზელისა და ბენზინის ექსპორტზე არსებული შეზღუდვების გაუქმებისთვის.

რუსეთმა საწვავის ექსპორტი 21 სექტემბერს შიდა ბაზარზე მაღალი ფასების მიზეზითა და მისი რაოდენობის სიმცირის გამო აკრძალა. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში