საერთაშორისო კონფერენცია

10 ნოემბერი 2023, 11:08 565 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც გემებიდან ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ კონვენციის მიღებიდან 50 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონფერენციის მთავარი მიზანია საზღვაო ინდუსტრიისა და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს, ასევე საზოგადოებას გააცნოს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და პარტნიორ უნივერსიტეტებში განხორციელებული კვლევითი საქმიანობის შედეგები, გაუზიაროს   გამოცდილება და  სამომავლო თანამშრომლობის  შესაძლებლობები.   

კონფერენციაზე სპეციალური სტუმრების სტატუსით მოწვეული არიან საზღვაო და მომიჯნავე სფეროში მოღვაწე ცნობილი მკვლევარები - საზღვაო აკადემიის პარტნიორი ქართული და უცხოური უნივერსიტეტებიდან.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში