ღაზის სექტორში საშუალოდ ყოველ ათ წუთში ერთი ბავშვი იღუპება - ჯანმო

11 ნოემბერი 2023, 10:02 481 ნახვა

ღაზის სექტორში ყოველ 10 წუთში 1 ბავშვი იღუპება - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

გებრესიუსის თქმით, ღაზაში არავინ და არსადაა უსაფრთხოდ. აღნიშნა რომ 36 საავადმყოფოდან ნახევარი, ხოლო პირველადი სამედიცინო ცენტრების სამი მესამედი არ ფუნქციონირებს.

ჯანმოს განცხადებით, ისრაელმა 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში ჯანდაცვის ობიექტებზე 250-ზე მეტი დარტყმა განახორციელა. ისრაელის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ჰამასს საავადმყოფოების ქვეშ გვირაბების ქსელი აქვს მოწყობილი. ღაზასთან ახლოს ჯარისკაცებს შეხვდა ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც მებრძოლებს მადლობა გადაუხადა.

ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალები ღაზის სექტორზე კონტროლს შეინარჩუნებენ ომის დასრულების შემდეგაც და მას საერთაშორისო ძალებს არ გადასცემენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში