„კონვერგენტული ჟურნალისტიკა“ - ჟურნალისტური უახლესი სახელმძღვანელოს წარდგენა

11 ნოემბერი 2023, 11:09 573 ნახვა

„კონვერგენტული ჟურნალისტიკა“ და სტუდენტური ჟურნალის „მედიალაბორატორია“ - ბსუ-ში ჟურნალისტიკის უახლესი სახელმძღვანელოს წარდგენა გაიმართა „კონვერგენტული ჟურნალისტიკა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ციფრული მედიისა და ინოვაციების“ სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში გამოსცა“.

21-ე საუკუნის პრაქტიკული ჟურნალისტიკის ინოვაციური სახელმძღვანელოს თითოეული თავი დაწერილია შესაბამისი სფეროს ექსპერტის მიერ და ასახავს თანამედროვე ჟურნალისტიკის სხვადასხვა ასპექტის პრაქტიკულ და საკვანძო უნარებს. 

სტუდენტური ჟურნალი „მედიალაბორატორია“ კი ბსუ-ს „ციფრული მედიისა და ინოვაციების“ სამაგისტრო პროგრამის „გრაფიკული მედიის“ სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტებმა ნანა კვაჭაძის ხელმძღვანელობით მოამზადეს.

ჟანრობრივად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ჟურნალის საშუალებით მკითხველი გაეცნობა  საინტერესო რეპორტაჟებს, სტატიებს, კვლევებს, ინტერვიუებსა და ფოტორეპორტაჟებს  ქვეყნის მნიშვნელოვანი ამბების შესახებ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში