ომი ახლო აღმოსავლეთში

12 ნოემბერი 2023, 12:04 542 ნახვა

ვითარება ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასის ომის მიმდინარეობის დროს კვლავ კრიტიკული რჩება. ისრაელი თავის მხრივ უმსხვილეს ჰოსპიტალზე „ალ შიფაზე“ თავდასხმას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ბრძოლები მხოლოდ ტერორისტებთან, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

სამედიცინო დაწესებულებას უკვე ამოეწურა წყლის, საკვებისა და ელექტროენერგიის მარაგი. თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი კი აცხადებს, რომ საავადმყოფოს პერსონალს ბავშვების ევაკუაციაში დაეხმარებიან.

ბოლო მონაცემებით კონფლიქტის შედეგად უკვე 40 ჟურნალისტი დაიღუპა, 3 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. თავის მხრივ ისრაელი დაჯგუფება ჰეზბოლას მოქმედებებზეც საუბრობს, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ჰეზბოლა ლიბანს ომში ითრევს, რის გამოც ისრაელის თავდაცვა ჰეზბოლას აფრთხილებს, მსგავსი შეცდომა არ დაუშვას.

დაჯგუფების ლიდერი კი აღნიშნავს, რომ ისრაელთან ფრონტი აქტიური რჩება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში