მკვლელობა ფინანსურ ნიადაგზე 

12 ნოემბერი 2023, 10:55 537 ნახვა

პოლიციამ კახეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა 1990 წელს დაბადებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

შემთხვევა სოფელ ქეშალოში, გვიან ღამით, ქორწილში მოხდა. ახალგაზრდა კაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში