აქცია ბათუმში

12 ნოემბერი 2023, 15:03 1152 ნახვა

„არა ჩაბეტონებას, კორუფციულ გარიგებას და უკანონო მშენებლობას“ - საპროტესტო აქცია ვაჟა ფშაველას ქუჩაზე. აქციის მონაწილეები საცხოვრებელ კორპუსთან მრავალსართულიანი ბინის მშენებლობას აპროტესტებენ. ამბობენ რომ მშენებარე კომპანიას კორპუსის ეზოში რეკრეაციული ზონა, საბავშო გასართობი სივრცე და მინი მოედანი უნდა მოეწყო, თუმცა დეველოპერმა დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა და ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის ნაცვლად მრავალსართულიან კორპუსის მშენებლობა დაიწყო.

მობინადრეები ამბობენ, რომ მშენებარე არ იცავს უსაფრთხოების ნორმებს და მშენებლობა სახანძრო უსაფრხოების დარღვევით მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ უკვე არსებული კორპუსიც უსაფრთხოების ზომების დარღვევითაა აშენებული, შენობის კედლებზე რამდენიმე სანტიმეტრიანი ბზარები შეინიშნება, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დასრულებული შენობის ექსპლუატაცია ვერ ხერხდება.   

დღეს გამართულ აქციაზე უფლებადამცველი და მობინადრეების ადვოკატი იმყოფებოდნენ, მშენებარე კომპანიას, მერიას და შესაბამის უწყებებს 10 დღიან ვადას აძლევენ, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

შპს „ბათუმი“ დეველოპმენტ ალიანსის დირექტორი ჩვენთან სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და კომპანია მშენებლობას ''ბათუმი ავარიული სახლების გარეშე'' პროგრამის ფარგლებში აწარმოებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში