ევროკავშირი-ჩინეთის სამიტი გაიმართება

12 ნოემბერი 2023, 15:04 530 ნახვა

ევროკავშირი-ჩინეთის სამიტი 7-8 დეკემბერს გაიმართება. ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად ხდება. ღონისძიებას ჩინეთი უმასპინძლებს.

გამოცემა ''პოლიტიკომ'' 2 დღის წინ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია სამიტის შესახებ, რაც დღეს ევროპული საბჭოს ოფიციალურ გვერდზეც დადასტურდა.

დეტალური დღის წესრიგი ამ დროისთვის არ გამოქვეყნებულა, თუმცა მედიის ცნობით მონაწილეობას ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ჩინეთის პრემიერი მიიღებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში