იტალიაში ვულკანი ეტნა გააქტიურდა

13 ნოემბერი 2023, 11:01 630 ნახვა

იტალიაში ვულკანი ეტნა გააქტიურდა და ხმელთაშუა ზღვის კუნძულ სიცილიის თავზე კვამლის, ლავისა და ფერფლის ამოფრქვევა დაიწყო.

იტალიის საინფორმაციო სააგენტო ანსას ინფორმაციით, ევროპის ყველაზე მაღალი და ყველაზე აქტიური ვულკანის სამხრეთ-აღმოსავლეთ კრატერიდან ფერფლისა და კვამლის რამდენიმე კილომეტრიანი კვალი მოჩანს სიცილიის ცაში.

ვულკანის გააქტიურების მიუხედავად, კატანიის  აეროპორტი ჯერჯერობით ღიაა. 

კუნძულ სიცილიაზე მდებარე ეტნა, რომელიც 3 ათას  300 მეტრზე მაღალია, წელიწადში რამდენჯერმე აქტიურდება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მისი კრატერიდან ლავის ყველაზე დიდი ამოფრქვევა 1992 წელს იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში