ისრაელის არმია მზად არის ღაზის საავადმყოფოს ევაკუაციისთვის

13 ნოემბერი 2023, 10:02 526 ნახვა

ისრაელის არმიამ გაავრცელა  ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია  ისრაელელი ჯარისკაცები საწვავით სავსე კონტეინერებით ხელში. არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ  სამხედროებმა ღაზის სექტორში მდებარე აშ-შიფას ჰოსპიტალს  საწვავი შესთავაზეს,  თუმცა უარი მიიღეს.  ისრაელის არმიის განცხადებით,  შაბათს ღამით აშ-შიფას საავადმყოფოს შესასვლელთან 300 ლიტრი საწვავი მიიტანეს, მაგრამ ჰამასმა მისი გამოყენება  დაბლოკა.

აშ-შიფას სამედიცინო კომპლექსის დირექტორმა უარყო  და  კატარის ტელევიზიას განუცხადა, რომ ოკუპანტების ბრალდებები საწვავის მიღებაზე უარის თქმის შესახებ სიცრუე და ცილისწამებაა. 

აბუ სალმიას ინფორმაციით, საავადმყოფოს  ყველა განყოფილება დახურულია საწვავის ამოწურვის გამო. მოქმედებს მხოლოდ  სასწრაფო დახმარების განყოფილება. კვირას ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ორი მთავარი საავადმყოფო დაიხურა. 

ღაზის ჩრდილოეთში მდებარე ყველა საავადმყოფო ბლოკირებულია ისრაელის ძალების მიერ.  ისრაელი საავადმყოფოების ევაკუაციას მოითხოვს და აცხადებს, რომ ის ამ რაიონში ჰამასის ბოევიკებს აკავებს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში