მიმდინარე კვირას საქართველოში არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი

13 ნოემბერი 2023, 13:43 1060 ნახვა

დღეს, 13 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით უნალექო და თბილი ამინდი შენარჩუნდება.

ხვალ, 14 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის ქარი, ტემპერატურა შედარებით დაიკლებს.

ოთხშაბათს გამოიდარებს, შედარებით დათბება, თუმცა უნალექო ამინდის მიუხედავად აღმოსავლეთ საქართველოში ქარი შენარჩუნდება.

ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან კვლავ გაავდრდება, ასევე პარასკევსაც დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ტემპერატურა დაიკლებს და იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

მიმდინარე კვირაში ზღვაზე შტორმული სიტუაცია ორჯერ დაფიქსირდება, ტალღის სიმაღლე განსაკუთრებით მაღალი 17 ნოემბერს იქნება. მაღალმთიან ზონაში ნალექი ყველგან თოვლის სახით იქნება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში