იგორ ტუდორი „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელია, იურისტები კონტრაქტზე მუშაობენ - ნიკოლო სკირა

14 ნოემბერი 2023, 00:09 578 ნახვა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით დიდი ალბათობით, იტალიის ჩემპიონის, „ნაპოლის“ და ხვიჩა კვარაცხელიას რუდი გარსიას ნაცვლად, იგორ ტუდორი გაწვრთნის 

ამის შესახებ ინფორმაცია ნიკოლო სკირამ Twitter-ის გვერდზე გაავრცელა.

„იგორ ტუდორი სულ უფრო უახლოვდება „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს. დღეს რომში მხარეებს შორის პოზიტიური შეხვედრა გაიმართა. ტუდორისა და „ნაპოლის“ ადვოკატები კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობენ“, – წერს სკირა.

„სამწვრთნელო საქმიანობის დაწყების შემდეგ იგორ ტუდორმა თავი გამოიჩინა, როგორც ძლიერი ხასიათის სპეციალისტმა. ძალიან რთულ სიტუაციებს ადვილად უმკლავდება და შემთხვევითი არ არის, რომ მძიმე ვითარებაში მყოფ „ვერონაში“ საქმეს შესანიშნავად გაართვა თავი.

მისი საყვარელი ტაქტიკური სქემაა 4-2-3-1, შედარებით ნაკლებად მიმართავს 3-5-2 მონახაზს. ტუდორი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თამაშის დროს მაღალი პრესინგის გამოყენებას. ტაქტიკურად საკმაოდ განსწავლული სპეციალისტია. ამავე დროს, შეუძლია თავისი ფეხბურთელების თვისებებს კარგად მოერგოს“, – წერს „კალჩო ნაპოლი“.

მამია ჩხარტიშვილი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში