პალესტინელი წარმოშობის ამერიკელი კონგრესვუმენი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს

14 ნოემბერი 2023, 10:02 434 ნახვა

აშშ-ს კონგრესის წევრმა რაშიდა ტლაიბმა და სხვა დემოკრატმა კანონმდებლებმა  პრეზიდენტ ბაიდენს ღაზის სექტორში  დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა მოსთხოვეს. 

ტლაიბმა არაერთხელ დაგმო 7 ოქტომბრის ჰამასის სისხლიანი თავდასხმა. იგი ასევე  აკრიტიკებს აშშ-ის მიერ ისრაელის მხარდაჭერას, რადგან ისრაელის  საპასუხო საჰაერო იერიშებს ღაზაში ათასობით პალესტინელი ეწირება.

ამჟამად კონგრესი მსჯელობს დახმარების პაკეტზე, რომელიც ისრაელისთვის მილიარდობით დოლარის დამატებით სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში