ისრაელის არმიამ 4 საათიანი ტაქტიკური პაუზა გამოაცხადა

14 ნოემბერი 2023, 14:15 515 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დღეს ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში კიდევ ერთი ოთხსაათიანი "ტაქტიკური პაუზა" გამოაცხადა.

არმიის წარმომადგენლების თქმით, საომარი მოქმედებები ჰუმანიტარული მიზნით შეჩერდება და ადგილობრივი დროით დილის 10 საათიდან 14 საათამდე გაგრძელდება.

დღევანდელი პაუზა ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ალ-დარაჯსა და ალ-ტუფაჰის რაიონებს შეეხება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში